რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ამასთან, იზრდება მოთხოვნა ავიაბილეთებსა და უცხოეთში უძრავ ქონებაზე.როგორც Forbes.ru წერს, მაგალითად, მობილიზაციის გამოცხადების მომდევნო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა, 19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, როგორც გამოცემა რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს, ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, მაშინ, როცა ერთი დღით ადრე, ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე 1 261 ავტომობილი დაფიქსირდა.ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.