მარტვილის მუნიციპალიტეტში 25 სექტემბერს დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის, წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე აღინიშნება.“ჭყონდიდლობის” დღესთან დაკავშირებით მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი ყვავილებით შეამკო. ქალაქში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც გაიმართა.