დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ინტერნეტ სივრცეში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ხელს 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. პეტიციაში ნათქვამია, რომ უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის რეგისტრაცია და მოქალაქეობის მიღება, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მანიფესტზე ხელმომწერები ითხოვენ, რომ შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთთან და დააწესდეს მორატირიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის.