ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა. 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბავშვის პაპა, 50 წელს გადაცილებული პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.