არის თუ არა დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გუნდის შიგნით დაპირისპირების ნებისმიერ ფაქტს უარყოფს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მელიამ ამომწურავად განმარტა ის განცხადება, რომელიც მან დავით კეზერაშვილის მისამართით გააკეთა, ამიტომ მისი თქმით, სწორება ახლა ბოლომდე ბიძინა ივანიშვილზე უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მელიას პარტიიდან შესაძლო გაშვებასა ან გადადგომას - დოლიძე მელიას წასვლის იდეას არ იზიარებს.