“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც მანჯგალაძე აცხადებს, სანქციები არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არამედ ყველა იმ ადამიანს დაუწესდება, ვინც რუსეთთან კოლაბორაციაში და ფარულ კომერციულ ინტერესში იქნება შემჩნეული. მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებასთან დაკავშირებით საზოგადოება ახალ ინფორმაციას სულ მალე შეიტყობს.