ყალბ რეფერენდუმებთან დაკავშირებით უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა მოითხოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებისთვის და გაეროს ქარტიის დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მცდელობებზე.
„უკრაინამგაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა მოითხოვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყალბი რეფერენდუმებთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ნიკოლენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ სამშაბათს, 27 სექტემბერს გაიმართება.