საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს - როშ ჰაშანას ულოცავს. პრემიერის თქმით, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რითიც ორივე ქვეყნის მოქალაქეები ამაყობენ. საქართველოს მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ებრაული თემის ყოველდღიური შრომა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას.