რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.
"მტერმა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. სამაშველო და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.