დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან ეს თამაშები არასოდეს კარგად არ მთავრდება, - ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც ფეიგინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ომი არ უნდა, თუმცა უფლებადამცველის მოსაზრებით, „ომი მაინც იქნება“.
„ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ არ დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ჩვენ არ გვინდა ომი. ასეთ რამეს ვიტყვი, ომი მაინც იქნება იმიტომ, რომ მოსკოვი არ კითხულობს ვინმეს ომი უნდა თუ არა. ის მოდის და იწყებს ომს. აი, ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს მკაფიო, თანმიმდევრულ ნაბიჯებს დასავლეთის მიმართულებით რუსეთის საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან ისედაც დაზარალებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაზარალდება. დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან თამაშები კარგად არასოდეს მთავრდება“, - განაცხადა მარკ ფეიგინმა.