საპროტესტო აქციებს, რომელიც ირანში ერთ კვირაზე მეტია პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის გარდაცვალების გამო დაიწყო, მინიუმ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო Borna-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით კი, საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამართალდამცავია.
შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო. გოგონა „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია.