აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ყალბია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს.
მისი თქმით, ეს „რეფერენდუმები“ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული.
„არასდროს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიას სხვა ქვეყნის ნაწილად“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი მძიმე ეკონომიკური ფასის გადახდა დაეკისროს.