ცალმხრივი რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენ არ ვაღიარეთ ყირიმის რეფერენდუმი და მისი შედეგი 2014 წელს და ასეთ რეფერენდუმებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
„ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, თურქეთი გულწრფელად ცდილობს, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.