უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავსა და 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.
„ჩვენი სახელმწიფოს დამცველებმა ასევე დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის 3 პოზიციასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს 20-ზე მეტ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, რუსების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.