შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.აღნიშნული უფლება ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან მიიღო. „112“-ის სასწავლო ცენტრს, დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.