რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება.ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.„ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ და ზემო ლარსის საგუშაგოს გასავლელად თავის რიგს ელოდებიან“, - განაცხადეს პრესსამსახურში.