დედაქალაქში გართულებულ მოძრაობასა და მომრავლებულ საცობებს დღეს თბილისის საკრებულოში გამოეხმაურნენ. ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ თბილისის მერის ჩავარდნილ და შეუსრულებელ სატრანსპორტო დაპირებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც ბუაძე აცხადებს, ყველა ტიპის ტრანსპორტის მოსარგებლისთვის დღეს გადაადგილება უკიდურესად პრობლემატურია, ყოველივე ეს კი კახა კალაძის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის არაკვალიფიური მართვით არის გამოწვეული. მისივე თქმით, ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და თბილისის მერმა დაანონსეს, ჩავარდნის პირასაა და ამ სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადეკვატურად განვითარებაა.
"ლელოს" ამ განცხადებებს დღესვე უპასუხეს მმართველოს გუნდში.