თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა რეზერვისტებს, დამსაქმებლებს და მერიის წარმომადგენლებს სიგელები და სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ 101-ე კადრირებული ბატალიონის დაზვერვის ოცეულმა საჩვენებელი ტაქტიკური დავალება შეასრულა.