გაეროს 77-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას, პოლიტიკურ სპექტრში, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. არცერთი სიტყვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა მისამართით, ტყუილი ქვეყნის წარმატებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ასეთია ოპოზიციის შეფასება. პოლიტიკოსთა განმარტებით, ღარიბაშვილმა ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
ხელისუფლება კი პირიქით, პრემიერის სიტყვით კმაყოფილია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილს რიგ პრობლემურ საკითხებზე ზუსტი აქცენტები ჰქონდა გაკეთებული.