ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს.
როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაყადაღებული ავტომობილების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე მოხდება. მისივე თქმით, ამოღებული ნივთების რაოდენობასა და დაყადაღებული ნივთების შესახებ დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს.