Credit Suisse-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 2026 წელს, გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით, 40%-ით მეტი მილიონერი ეყოლება.
ამასთან, მილიონერთა რაოდენობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 87 მილიონს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის პროგნოზით, მომავალ ხუთ წელიწადში მილიონერი მოსახლეობის ზრდა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებსაც უფრო მეტად შეეხება. ამჟამად ამ ტიპის სახელმწიფოებზე სიმდიდრის 24% მოდის, თუმცა მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნები გლობალური სიმდიდრის ზრდის 42%-ს შეადგენენ.
ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს.