რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ამასთან, იზრდება მოთხოვნა ავიაბილეთებსა და უცხოეთში უძრავ ქონებაზე. რუსული ფორბსი წერს, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა, 19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა. ამასთან, როგორც გამოცემა რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს, ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, მაშინ, როცა ერთი დღით ადრე, ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე 1 260 ავტომობილი დაფიქსირდა.
ამასთან, იმავე პერიოდში, მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით, 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა. ასევე გეტყვით, რომ რუსეთში უცხოეთის მიმართულებით ავიარეისებზე მყიდველთა 90%-მა ცალმხრივი ბილეთი დაჯავშნა. ბილეთებზე მოთხოვნა კი, 77%-ით გაიზარდა.
რუსული forbes-ის ცნობით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები ფრენებს უვიზო ქვეყნებში ეძებენ, მათ შორის არის მოწინავე ადგილზეა საქართველო. ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, Forbes-ს განუცხადა, რომ საზღვარგარეთ ავიაბილეთების საშუალო ღირებულება დღეში 77%-ით გაიზარდა.