ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში, რუსეთის არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოლეგ ცოკოვის ევაკუაცია 20 სექტემბერს განხორციელდა. ამასთან, გენშტაბის ანგარიშში აღნიშულია, რომ 19-20 სექტემბერს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში 105 რუსი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს, უახლოეს დღეებში კი კიდევ 200 ცხედრის გადასვენება იგეგმება.