დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. მინისტრმა პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელთა ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხება.