საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართა, რომელზეც საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა უნგრელ კოლეგასაც. ასევე შეხვედრა გაიმართა გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც ხელი მოეწერა სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.
ილია დარჩიაშვილი შეხვდა სან მარინოს და ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა მინისტრებაც. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მადაგასაკრის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე კი საუბრის მთავარი თემა აფრიკის სახელმწიფოებთან საქართველოს თანამშრომლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერა იყო.