NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
ტელესკოპის Facebook-ზე აღნიშნულია, რომ ეს ნეპტუნის რგოლების ყველაზე მკაფიო გამოსახულებაა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ფოტოზე მარცხნივ ნეპტუნის უმსხვილესი თანამგზავრი ტრიტონი ჩანს. იმის გამო, რომ ტრიტონის ზედაპირი გაყინული აზოტით არის დაფარული, ის მზის შუქის 70%-ს ირეკლავს. ამიტომაც ფოტოზე ტრიტონი ძალიან კაშკაშაა. სურათზე ნეპტუნის კიდევ 6 თანამგზავრია აღბეჭდილი.
ჩვეულებრივ ნეპტუნს ლურჯ შეფერილობა აქვს, მაგრამ ატმოსფეროში მეთანის მცირე რაოდენობის გამო, „ვების“ ინფრაწითელი კამერის ობიექტივში პლანეტას არც ისე ლურჯია.