Back Market-ის მზარდმა ბაზარმა, რომელიც განახლებული ელექტრო საქონლის ხელახლა გაყიდვას ეძღვნება, ბრენდის პირველი საერთაშორისო კამპანიისთვის შთაგონება კატების მითური შესაძლებლობიდან მიიღო, რაც ზუსტად 9 სიცოცხლეს ეხება… მიზეზი კი შემდეგია: Back Market „მკვდარი“ ტელეფონების, გაჯეტებისა და სხვა ტექნიკის აღდგენით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოწყობილობებით რაც შეიძლება დიდხანს ისიამოვნონ, თუნდაც, მისი 9 სიცოცხლის განმავლობაში.
Buzzman-ის მიერ შემუშავებული კამპანია პოპულარულ ლეგენდას ეყრდნობა, რომელიც გადმოგვცემს მესიჯს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, რათა ძველ ტექნიკას ახალი სიცოცხლე მივცეთ და თან, გარემოზე ელექტრული ნარჩენების გავლენაც შევამციროთ.ალფრედ ჰიჩკოკის ტექნიკების მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის რეჟისორიც ტომ კუნცი გახლავთ, მეორადი საქონლის წინააღმდეგ კატების აჯანყებას გვაჩვენებს, რათა დაიცვან მათი, როგორც ერთადერთი 9 სიცოცხლის მქონე არსების სტატუსი. თქვენ ტელეფონების, ტაბლეტებისა და ლეპტოპების წინააღმდეგ პარტიზანული ომის მომსწრენი ხდებით, რაც სარემონტო სახელოსნოზე მასობრივი თავდასხმით მთავრდება. ეს ფარული აქტივობა კი კულმინაციას აღწევს მაშინ, როცა ბრენდი ახალ გზავნილს — Hello Again ავრცელებს.