34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსსა და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება. ტოჩინოშინი აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და 3 დღის თავზე 2 მოგება ჰქონდა, თუმცა, მას მერე 9-დან მხოლოდ ორ ორთაბრძოლაში იმარჯვა, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.
ქართველი სეკიტორი ამჯერად დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჰირადოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო. ტოჩინოშინმა კარგად დაიწყო, მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია და თითქოს გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, 22 წლის იაპონელმა კონტრიერიში წამოიწყო და ქართველი სუმოისტი ტავარას მიღმა აღმოჩნდა.
როგორც აღვნიშნეთ, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 4 მოგება და 8 მარცხია. ახლა მან იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ წოდებაში ვარდნა რაც შეიძლება მცირე იყოს. ამისთვის კი დარჩენილი 3 შეხვედრის მოგებაა საჭირო.