საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით, დიდი ხანია ნაკრებში ასეთი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. როგორც მან მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიუხედავავად ამისა, მოთამაშეებს არ უნდა ეგონოთ, რომ თამაშს ბოლომდე დახარჯვის გარეშე მოიგებენ.