საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის წინა დღეს კლუბებმა დინამო არენაზე ივარჯიშეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, მთავარი მიზანი, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.