გრიგოლ ნარსია ტერორიზმში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ბანკზე თავდასხმა ტერორისტული აქტი არ იყო. მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.