აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალის მორიგ პარტიას ამზადებს, - ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დელავერის დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ჩასული სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები საბრძოლო მასალის პაკეტებს უკრაინაში გასაგზავნად ტვირთავენ.
პენტაგონში აცხადებენ, რომ სამხედრო დამხარება უკრაინაში C-17 Globemaster III-ით გაიგზავნება.