სპორტისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას სპორტულ ფედერაციებთან ბევრი პრობლემა აქვს და ფედერაციების მხრიდან ქალების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე მხოლოდ იმიტომ არ საუბრობს, რომ საზოგადოება ამას არ დაიჯერებს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა. კულტურისა და სპორტის მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ წულუკიანს ქალი პოლიტიკოსების იმედი უნდა ჰქონდეს და ძალადობაზე საჯაროდ ისაუბროს.