ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარადგინა, რასაც ვადაზე ადრე ასრულებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის