ტექინსპექტირებაზე მისული ყოველი მესამე მანქანა გაუმართავია, ამის შესახებ ინფორმაციას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში, აქტიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მისული ავტომფლობელების რაოდენობა.კერძოდ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აკრედიტაციის ცენტრებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერებისთვის 693 978-მა ავტო-მფლობელმა მიმართა, საიდანაც 491 212 ავტომობილი გამართული იყო, 200 134 გაუმართავი, აქედან 2 632-ს კი გადაადგილება აეკრძალა. შესაბამისად, გამოდის, რომ ტექინსპექტირებაზე მისული ყოველი მესამე მანქანა გაუმართავია.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაციაში ამბობენ, რომ, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.5 მლნ-ზე მეტი ავტომობილი. ყოველწლიურ სავალდებულო ინსპექტირებას კი, მუდმივად ნახევარი გადის, რასაც ორგანიზაციაში აღსრულების მექანიზმში პრობლემებით ხსნიან.