ქუთაისში, საქართველოს ბანკზე ყაჩარობაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე წარუდგინა ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პროკურატურა, ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.