სახალხო დამცველს პარლამენტი ღია კენჭისყრით აირჩევს. რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. კანონში განხორციელებული ცვლილებებით, იმ პირების სიიდან, რომელთა არჩევას ფარული კენჭისყრა სჭირდება სახალხო დამცველის კანდიდატურა - ამოიღეს. კანონპროექტი რომელიც, 104 - ხმით მიიღეს, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა მოამზადა.