.კრემლის ლიდერის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოაცხადების შემდეგ ქვეყანას მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. 24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. ასობით რუსეთის მოქალაქე თავშესაფარს ახლა საქართველოში ხედავს. უკვე მეორე დღეა რიგებია ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. საქართველოში შემოსვლას კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახერხებს. „დემოგრაფია, კრიმინალური დანაშაულებების გაზრდა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულება“ - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები რუსი ხალხის ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით შემოდინების ფონზე ხედავს. - პუტინის სასტიკი და დაუნდობელი რეჟიმის შედეგები რომელმაც შესაძლოა გავლენა საქართველოზეც იქონიოს. რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს ქართველი ხალხი.