რუსეთის მოქალაქეები ხმელეთისა და საჰაერო სივრცის გამოყენებით ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ. მას შემდეგ რა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა, გავრცელდა კადრები, სადაც კარგად ჩანს თუ რამდენი ადამიანი ცდილობს ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთას. პარალელურად, ოპოზიცია კვლავ სავიზო რეჟიმის შემოღებას აქტიურად უთხოვს. მიზეზი არსებული რისკების გათვალისწინებაა. ხელისუფლება კი ამ მოთხოვნას ადამიანების უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციად აფასებს.