გუშინ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან. როგორც გაირკვა, ბინა, სადაც ცხედრები ნახეს, ერთ-ერთ მათგანს ახალი ნაქირავები ჰქონდა, ამიტომ, კორპუსში მაცხოვრებლები ბიჭებს არ იცნობდნენ.
გარდაცვლილია დიჯეი, 26 წლის ტატო კანდელაკი და მისი მეგობარი, 20 წლის ირაკლი საბაშვილი, რომელსაც მეტსახელად ნარადას ეძახდნენ. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები. მათი ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ამის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებში მიასვენეს. ორივე თბილისში მაცხოვრებელია და ბიჭებს თბილისში დაკრძალავენ. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
"ორდღიანი ვერდაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს. გაუფრთხილდით სიცოცხლეს“, - წერს სოციალურ ქსელში ტატო კანდელაკის მეგობარი...წაიკითხეთ სტატია სრულად