გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები პოლონეთის, ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა. შეხვედრებზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას.