ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს.