შანტაჟის მსხვერპლი 11 წლის მოზარდია. "პალიტრავიდეომ" თბილისში მომხდარი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ შეიტყო. საქმე არასრულწლოვანს ეხება.
11 წლის გოგონამ სოციალური ქსელი დედის თანხმობით 2021 წელს შექმნა. როგორც არასრულწლოვნის დედა გვიყვება, მისი შვილის სოციალურ ქსელში აქტივობას ხშირად აკონტროლებდა.
ერთი თვის წინ მისმა ერთ-ერთმა "ფეისბუკმეგობარმა", რომელიც ელენე სიხარულიძის სახელითა და გვარით არის დარეგისტრირებული, მის არასრულწლოვან ქალიშვილს მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა. შეტყობინებებთან ერთად, გოგონას სექსუალური შინაარსის ვიდეოებიც გაუგზავნა და დაემუქრა, რომ მის ყველა მეგობარს გადაუგზავნიდა. ამის შემდეგ შანტაჟის მსხვერპლი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მშობელი იხსენებს, რომ მის შვილს ხასიათში ცვლილება შეატყო, გოგონა არ შეშინდა და ყველაფერი დედას უამბო.