ჰაკლბერი ფინი , ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის რომანია.წიგნი პირველად გაერთიანებულ სამეფოში 1884 წლის დეკემბერში , ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1885 წლის თებერვალში გამოიცა.
ნაწარმოები არის ტომ სოიერის თავგადასავლის პირდაპირი გაგრძელება , რომელშიც მთხრობელად გვევნილება , ტვენის კიდევ ორი რომანის ტომ სოიერი საზღვარგარეთ და ტომ სოიერი, დეტექტივის მთხრობელი , ტომ სოიერის მეგობარი ჰაკლბერი ფინი.წიგნის სიუჟეტი გამოგონილ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ვითარდება, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ქალაქ ჰანიბალზე.
წიგნის მთავარი გმირი ჰაკლბერი ფინი გონიერი და ამავდროულად ძალიან უცნაური ბიჭია , რომელიც სრულიად გარიყულია საზოგადოებისგან. ,გარშემომყოფები ერიდებიან მას რადგან ზარმაცი და უზნეოა. ჰაკი იძულებულია იცხოვროს მაწანწალას ცხოვრებით, რადგან მას არ ჰყავს დედა , რომელიც იზრუნებდა მასზე , მამა კი ლოთი და მოძალადეა , რომელიც რეგულარულად და სასტიკად სცემს მას.
ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო თავგადასავლებით გაიმდიდროს.
მარკ ტვენი რასიზმისა და მონობის დიდი მოწინააღმდეგე იყო. ავტორი თავისი რომანის ფურცლებიდან, მისი გმირების პირით პირდაპირ და ცალსახად უსვამდა ხაზს ამას. თუმცა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" პოლიტკორექტულობის საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით აშშ-ს ზოგიერთი სკოლის სასწავლო გეგმიდანაც ამოიღეს მასში გაჟღერებული რასისტული სიტყვების გამო , ეს ფაქტი პირველად 1957 წელს ნიუ-იორკში მოხდა. 2011 წლის თებერვალში შეერთებულ შტატებში კი გამოიცა წიგნის ახალი გამოცემა, რომელშიც „შეურაცხმყოფელი“ სიტყვები შეიცვალა პოლიტიკურად კორექტულით.
მარკ ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს , ფლორიდაში, მისურის შტატში დაიბადა . მწერლის ნამდვილი სახელი და გვარი სემიუელ ლენგჰორნ კლემენზია, მისი მტკიცებით , ფსევდონიმი მარკ ტვენი მან ახალგაზრდობაში აიღო სანაოსნო ტერმინებიდან, როცა ის მისისიპიზე მსახურობდა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსია ამ ფსევდონიმის ლიტერატურული წარმოშობის შესახებ: 1861 წელს Vanity Fair-მა გამოაქვეყნა იუმორისტული მოთხრობა არტემუს უორდის , სამი მეზღვაურის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთს ერქვა მარკ ტვენი. სამუელს ძალიან უყვარდა ამ ჟურნალის კომიქსები და გამოსვლისთნავე კითხულობდა მას.
მარკ ტვენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხვადი მწერალია , მისი რომანები ნათარგმნია ყველა ენაზე და გამოცემულია თითქმის ყველა ქვეყანაში.
ჰანიბალში, მისურის შტატში , შემორჩენილია სახლი, რომელშიც ცნობილმა მწერალმა ბავშვობის წლები გაატარა , ასევე გამოქვაბულები, რომლებიც მან გამოიკვლია ბავშვობაში და რომლებიც მოგვიანებით აღწერილი იქნა მის ცნობილ რომანში "ტომ სოიერის თავგადასავალში". მარკ ტვენის სახლი ჰარტფორდში კი გადაკეთდა მის პირად მუზეუმად და გამოცხადდა ეროვნულ ისტორიულ ძეგლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.