პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა სიძლიერის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს.
„პრეზიდენტ პუტინის მოწოდება უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა სიძლიერის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, განკარგულების ფარგლებში 300 000-მდე რეზერვისტის მობილიზება მოხდება.