ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან და ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დონ პრამუდვინაისთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა კოვიდპანდემიაზე, მის შედეგებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღინიშნა, COVID-19 -მა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, საზოგადოებისთვის გახდა ენდემური და დარჩება პოპულაციაში ისევე როგორც სეზონური გრიპი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.