რუსი კოსმონავტი ვალერი პოლიაკოვი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
პოლიაკოვმა 1994-1995 წელს 437 სრული დღე გაატარა კოსმოსში. ის მუშაობდა ექსპერიმენტზე იმის დასანახად, შეძლებდნენ თუ არა ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუ ისინი მარსზე გრძელვადიან მოგზაურობაში წავიდოდნენ. ექსპერიმენტით დაადგინა, რომ, 14-თვიანი ექსპედიციის შედეგად, მისი კოგნიტური ფუნქციები არ დარღვეულა.
პოლიაკოვის ფრენა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაა კოსმოსში.
პოლიაკოვი 1942 წელს, მოსკოვის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტულაში დაიბადა. მან ჯერ ექიმის, შემდეგ კი კოსმონავტის კვალიფიკაცია მიიღო.