ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ხუთპუნქტიანი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა განახორციელა სრულმასშტაბიანი აგრესია და ამიტომ უკრაინა იბრძვის საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, რისთვისაც საჭიროა სამხედრო, ფინანსური და სადაზვერვო დახმარება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს წარუდგინა ის ინიციატივები, რომელთა მეშვეობითაც გარანტიები იმოქმედებს და მიღწეული იქნება შედეგები ჰაერში, მიწაზე და ზღვაზე, ასევე პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ბირთვულ და ენერგეტიკულ შანტაჟს. მისი თქმით, აუცილებელია ფასის ზედა ზღვარის დადგენა რუსული რესურსების ექსპორტზე.