რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1386-ს მიაღწია, - ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.
დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები უხეშად მოქმედებდნენ.
რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს.
ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 541, მოსკოვში კი სულ მცირე - 509 ადამიანი დააკავეს.