კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამბოს ფედერაციას დაფინანსება ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუწყვიტა. საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე ამბობს, რომ სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარი ფინანსური სახსრებით მიემგზავრებიან.
„პალიტრანიუსთან“ საუბრისას ცინცაძემ აღნიშნა, რომ დაფინანსების შეწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, თეა წულუკიანი კი გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს.
სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე პირადი თანხებით მხოლოდ 5 ქართველი სპორტსმენია გაემგზავრა, მათგან ოთხმა კი საპრიზო ადგილი დაიკავა.